არსებობს მყარი მტკიცებულება გერმანიის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით

ანგელა მერკელი

გამოქვეყნებულია  559 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

არსებობს მყარი მტკიცებულება გერმანიის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათ შორის ფიგურირებს კანცლერის ოფისიდან ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული დოკუმენტებიც.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შერჩევის გარეშე მიიტაცეს ის, რისი მოპოვებაც შეძლეს“, – განაცხადა მერკელმა პარლამენტში კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემისას.

გასულ კვირას გერმანული გამოცემა „ზუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Sueddeutsche Zeitung) იუწყებოდა, რომ ფედერალურმა პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოსცა რუსეთის დაზვერვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს გენერალური შტაბის სავარაუდო ოფიცერ დიმიტრი ბადინის სახელზე.

კანცლერის თქმით, ის მოხარულია, რომ გამოძიებას კონკრეტული პირი ჰყავს ძებნილთა სიაში.

„გულწრფელად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ ვმუშაობ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის და მეორე მხრივ, როდესაც ხედავ, რომ არსებობს ასეთი მყარი მტკიცებულება, რომ რუსული ძალები არიან ჩართული ასეთ ქმედებაში, ეს დაძაბულობის სფეროა“, – განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, გერმანულ გამოძიებას არ შეუცვლია მისი შეფასება რუსეთის ტაქტიკასთან დაკავშირებით, იგულისხმება ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც კიბერსივრცესთან დაკავშირებულ საომარ მოქმედებებს, ასევე დეზორიენტაციასა და ფაქტობრივ დამახინჯებასთან დაკავშირებულ შეფასებებს.

"არსებობს ყველა მიზეზი რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, თუმცა ეს ბუნებრივია არ ამარტივებს სიტუაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ზომები, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერკელმა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არსებობს მყარი მტკიცებულება გერმანიის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით
  • unipress