არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  206 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ყველანაირი დისკუსია უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, სხვა შემთხვევაში, არცერთ სხვა საკითხზე, ოპოზიცია არ აპირებს დათმობასა და დისკუსიას.

"ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი როგორც წესი იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება, ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის  და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა.

მთავარი იქნება, თუ რა წინადადებით მოვა ქართული ოცნება შემდეგ რაუნდზე, რა თქმა უნდა არსებობს რესურსი იმისა, რომ მოხდეს წინსვლა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს" - განაცხადა კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას
  • unipress