არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს "ოცნებას"

გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია  80 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, საარჩევნო კოდექსის გამკაცრებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, ის რეგულაციები, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიტანა საარჩევნო კოდექსში მეათეხარისხოვანია, ხოლო რეალური პრობლემები, რომლებიც საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული, არ არის გათვალისწინებული.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ამგავრი ცვლილებები მაინც ვერ გადაარჩენს ოცნებას, რადგან საზოგადოების ვერდიქტი, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ის უნდა ჩანაცვლდეს ევროპული კოალიციით, ნათელია.

„არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის შესახებ, უბნის უშუალო სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების - „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, მათი დაშვების აკრძალვა, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს „ოცნებას“, იმიტომ, რომ საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩაანაცვლოს ევროპულმა კოალიციამ, არის ნათელი და არ შეიცვლება”,- განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკმა ასევე პანდემიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისფლება ამას იყენებს მანიპულაციისათვის, რათა ათეულათასობით გარაზებული მოქალაქე ვერ დაბრუნდეს საქართველოში.

„რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა უნდა, ფაქტობრივად ბლოკადა არის გამოცხადებული ემიგრანტებისთვის საქარველოში დაბრუნებაზე“,- განაცხადა კანდელაკმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს "ოცნებას"
  • unipress