არ გავუთანაბრებდი ერთ პიროვნებას ორ ხალხსა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას

უკრაინის ელჩი

გამოქვეყნებულია  470 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

არ გამოვიწვევდი და არ გავუთანაბრებდი ერთ პიროვნებას, ურთიერთობებს ორ ხალხსა და ორ სახელმწიფოს შორის - ასე ეხმაურება, "ფორმულასთან" საუბარში, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას: 

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამოცდილება ქვეყნის ტრანსფორმაციის საკითხებში კარგად არის ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს დანიშვნა ასევე დაეხმარება უკრაინას ყველას შტოს ძალის კოორდინირებაში რეფორმების დასაჩქარებლად. ეს არ არის აღმასრულებელი თანამდებობა. ის დაკავშირებულია კოორდინაციასა და რჩევებთან. ეს არის მხარდამჭერი საბჭო ტრანსოფმირებისა და რეფორმების ეროვნულ კომიტეტში. ვნახოთ როგორი წარმატებული იქნება მიხეილ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე. უკრაინას ვუსურვებ რეფორმებს და წარმატებას მიხეილ სააკაშვილს, რადგან ეს დაეხმარება უკრაინელებს, უკრაინულ ერს რეფორმების დაჩქარებასა და მდგომარეობის შექმნაში ამ რთულ დროს. მე არ გამოვიწვევდი და არ გავუთანაბრებდი ერთ პიროვნებას, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანს, ურთიერთობებს ორ ხალხსა და ორ სახელმწიფოს შორის. უკრაინელები და ქართველები გააგრძელებენ ერთმანეთის გვერდში დგომას ყველა ვითარებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო მომავალი, მიზნები და წარსული. ქართველი და უკრაინელი ხალხის სურვილი ერთად ყოფნაა"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არ გავუთანაბრებდი ერთ პიროვნებას ორ ხალხსა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას
  • unipress