არ გამოვრიცხავ ქუთაისის და ზესტაფონის გარდა, სასაფლაოები რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს - იმერეთის გუბერნატორი

იმერეთის გუბერნატორი

გამოქვეყნებულია  214 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ის ადამიანები, ვინც არიან რეგისტრირებული ქუთაისში, შეძლებენ შემოვლას ამ ათი დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს და ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეძლებენ ნებისმიერ დღეს დატოვონ ქალაქი, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ;     

„გამონაკლისები არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში განთავსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოდიან აქ სამუშაოდ. არ იზღუდება არც საქალაქთაშორისო, არც სატრანზიტო გადაზიდვა და არც დისტრიბუცია და ყველა სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს შეუფერხებლად, რომელსაც ქალაქში საკვები პროდუქტები შემოჰქონდა. რა თქმა უნდა, ქალაქში საკვები პროდუქტების არანაირი დეფიციტი არ იქნება. რაც შეეხება სასაფლაოების დაკეტვას ქუთაისსა და ზესტაფონში, ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. არ გამორიცხავ, საჭიროების შემთხვევაში ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს სასაფლაოები. გავაკონტროლებთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც და ამ დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაემატება თუ არა კიდევ რომელიმე მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რამდენად დიდი ნაკადი იქნება მოქალაქეების”.       

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ათი დღით დაიკეტა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არ გამოვრიცხავ ქუთაისის და ზესტაფონის გარდა, სასაფლაოები რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს - იმერეთის გუბერნატორი
  • unipress