აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას

მაიკ პომპეო

გამოქვეყნებულია  86 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

აშშ-ის და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ისა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას.

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – წერს მაიკ პომპეო.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან



თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას
  • unipress