აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.
ბოლო შტატი, სადაც გადათვლა გაიმართა კალიფორნია იყო, რომელიც 538-ხმიან ამომრჩეველთა კოლეგიაში 55 ხმით არის წარმოდგენილი.
კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს

0 კომენტარი