ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და თეთრი სახლი აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირებისთვის გათვალისწინებული 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.
ფინანსური პაკეტი ჯერ კონგრესის ორივე პალატამ – სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, იმედოვნებს, რომ აშშ-ში ბიზნესი მუშაობას აღდგომისთვის განაახლებს

0 კომენტარი