აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

ბელარუსი

გამოქვეყნებულია  62 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

აშშ-ის საელჩომ თანამემამულეებს მოუწოდა, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან თავი შეიკავონ. ასევე, საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა სამი დღის სამყოფი საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები, ფული და სხვა საგნები შეაგროვონ, ან ქვეყანა დატოვონ.

ბელარუსის მოქალაქეებმა, სვეტლანა ციხანოვსკაიას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენეს და თანამდებობის დასატოვებლად ვადა 25 ოქტომბრამდე მისცეს.

ულტიმატუმი სამი მოთხოვნისგან შედგება: ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება; პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში "ხალხის ულტიმატუმის" მონაწილეები საყოველთაო გაფიცვას გამოაცხადებენ. ამასთან მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეები არ ისარგებლებენ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით, შეწყვეტენ საქონლის შეძენას სახელმწიფო მაღაზიებში და დაიწყებენ გზების ბლოკირებას.

სავარაუდოდ, ბელორუსის სპეცდანიშნულებისა და უშიშროების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ. სწორედ ამის გამო გაავრცელა მინსკში აშშ-ის საელჩომ აღნიშნული განცხადება.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს
  • unipress