აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

გამოქვეყნებულია  162,714 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის. პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი - ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება.

შეერთებულმა შტატები განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს მცდელობებს, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკები და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას
  • unipress