აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

იმპიჩმენტი

გამოქვეყნებულია  63 ნახვა განახლებულია 7 დღის წინ

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.

ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო.

დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

როგორც ცნობილია, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა სენატში სავარაუდოდ 19 იანვრამდე არ გაიმართება.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
  • unipress