აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს

აშშ

გამოქვეყნებულია  31 ნახვა განახლებულია 7 დღის წინ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი სიმბოლური ხასიათისაა, რადგან კენჭისყრამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი განაცხადა.

25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, გამოაცხადოს პრეზიდენტი მოვალეობის შესასრულებლად უუნაროდ.

დღეს ასევე წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას უნდა უყაროს კენჭი.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს
  • unipress