აშშ-ის 50-ვე შტატმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა

CNN

გამოქვეყნებულია  56 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების საკუთარი შედეგები ოფიციალურად დაამოწმა. ტელეკომპანიის ცნობით, დასავლეთ ვირჯინია გახდა უკანასკნელი შტატი, რომელმაც ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.

კანონის თანახმად, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს საარჩევნო კოლეგიის შეკრება. საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ითვლიან, რომელიც 6 იანვარს გაიმართება.

წინასწარი პროგნოზით არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოაგროვა, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმაა საჭირო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ის 50-ვე შტატმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა
  • unipress