აშშ-ს ყოფილი ოფიცერი რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის დააკავეს - საქმეში საქართველოც ფიგურირებს

ჯაშუშობა

გამოქვეყნებულია  75 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

ამერიკის არმიის ყოფილი ოფიცრის ჯაშუშური საქმიანობის სასამართლო დოკუმენტებში საქართველოც ფიგურირებს. საქმე ეხება რუსეთის დაზვერის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას, საქართველოში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს.

ამერიკული არმიის სპეციალური ძალების ყოფილ ოფიცერს რუსეთის დაზვერვის აგენტებისთვის, აშშ-ის სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად. მან დანაშაული უკვე აღიარა.

სასამართლო დოკუმენტებში წერია, რომ პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი, რომელიც რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის, მინიმუმ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში დავალებით იმყოფებოდა და რუსეთის აგენტებს აწვდიდა ინფორმაციას ქვეყანაში შეერთებული შტატების საქმიანობის შესახებ. ასევე მისი კოლეგების შესახებ, იმ მიზნით რომ ისინიც რუსულ დაზვერვას გადაებირებინა.

ყოფილ ოფიცერს უვადო პატიმტრობა ემუქრება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ს ყოფილი ოფიცერი რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის დააკავეს - საქმეში საქართველოც ფიგურირებს
  • unipress