ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 475 შეადგინა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 2 120 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 036 652 შემთხვევა, საიდანაც 24 ათასზე მეტი ბოლო ერთ დღეში დადასტურდა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
0 კომენტარი