აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია - დონალდ ტრამპი

აშშ

გამოქვეყნებულია  621 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია, კორონავირუსი „წასვლას იწყებს“.- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ კორონავირუსი შემოდგომაზე მოდიფიცირებული ფორმით დაბრუნდება, ქვეყანა მასთან გამკლავებას შეძლებს. დონალდ ტრამპმა ვაქცინის შექმნის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა შემოწმებას დრო სჭირდება.       

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო კიდევ სამი მეგობარი დაკარგა:          

„მე ვესაუბრე ოთხ ოჯახს, იმ ხალხის ოჯახებს, ვინც კორონავირუსით დაიღუპა და რომლებიც ჩემთან პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი. მე დავკარგე ძალიან კარგი მეგობარი. მე ასევე, დავკარგე კიდევ სამი მეგობარი. ორ მათგანთან ერთად ბიზნესს ვაკეთებდი".

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით ინციფირების შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია - დონალდ ტრამპი
  • unipress