აშშ-ში კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 259 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ

გამოქვეყნებულია  309 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 562 038-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს აშშ-ში კიდევ 1 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 153 314-ს მიაღწია.

„როიტერსის“ მონაცემებით, აშშ-ში ივლისში "კოვიდ 19"-ით 25 000 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის 19 შტატში კი, აღნიშნულ პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა.

შემთხვევების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფლორიდის შტატში დაფიქსირდა, სადაც ივლისში 310 000 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ში კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 259 ადამიანი გარდაიცვალა
  • unipress