აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

მთავრობა

გამოქვეყნებულია  2,294 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ერთობლივად საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლის ქვეყნიდან სპეციალური საშუალებებით გამოყვანის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მინდა, პირველ რიგში აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო, და, რა თქმა უნდა, საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა, მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთობლივად, ერთი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად საქართველოს მთავრობამ და შშ-ის მთავრობამ, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10-ში შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის-თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ამ არასრულწოვნების, სკოლის მოსწავლეების, 79 ბავშვის საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად, ვითანამშრომლეთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსაწვლეს“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ
  • unipress