ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ

ბათუმი

გამოქვეყნებულია  134 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგმება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირებას შეძლებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ტესტირებით გაირკვევა, რამდენად ტრიალებს რეგიონში ვირუსი.

"დიდი ალბათობით, ხვალიდან მოხდება აღწერა, რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალოა აჭარაში და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა აჭარის რეგიონში ინფექცია“, - განაცხადა გამყრელიძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ
  • unipress