ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებებიც მიიყენა. ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტმა ექთანს ძლიერი მედიკამენტი მოსთხოვა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. კოვიდ სასტუმროდან პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ექთანს, მას დაზიანებები აქვს მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს

0 კომენტარი