ბათუმში ნომერ მეშვიდე ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმი

გამოქვეყნებულია  93 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათუმში გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა, საუბარია ე.წ. ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ამ კონკრეტულ სამარშრუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბათუმში ნომერ მეშვიდე ხაზზე მომუშავე ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • unipress