„ბილდის" ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ლეროი სანესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუნხენელები გეგმავენ ფორვარდის მინიმალურ თანხად შეძენას, რაც 40 მილიონ ევროს უტოლდება.
სანე „ბაიერნის” ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2019 ზაფხულში უნდა გამხდარიყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა ფეხბურთელის მძიმე ტრავმის გამო.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, „ბაიერნში“ მოთამაშეებმა და მომსახურე პერსონალმა კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს, ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუნდესლიგა 15 მაისის ნაცვლად, 22 მაისს განახლდება
0 კომენტარი