"ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუზავდა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატი

გამოქვეყნებულია  182 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ცენტრალური მატჩი გაიართა, რომელშიც „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე „ატლეტიკოს“ ფორვარდის დიეგო კოშტას ავტოგოლით დაიხსნა. რვა წუთის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა „ბარსელონას“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც საულ ნიგესმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ გაიტანა პენალტი და ეს იყო მისი მე-700 გოლი კარიერაში. 62-ე წუთზე საულ ნიგესმა დუბლი გაიფორმა, როცა მეორე პენალტის გამოყენება შეძლო.

„ბარსელონამ“ 70 ქულა დააგროვა და ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ „რეალთან“, თუმცა, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუზავდა (ვიდეო)
  • unipress