"ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს

ბაუჰაუსი

გამოქვეყნებულია  140 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ასევე, რამდენიმე საათის წინ იპოვეს „ბაუჰაუსიდან” გაუჩინარებული გოგონას ცხედარი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“ ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი თბილისში, ბარ “ბაუჰაუსიდან” 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს
  • unipress