ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო, ვიღაც ციდან მოფრენილია - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გამოქვეყნებულია  121 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

 ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო, ვიღაც ციდან მოფრენილია - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი:     

"ვიღაც ციდან მოფრენილია, ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში".

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთან, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, თავად ოჯახმა დააკავშირა:

"მე დამაკავშირა ოჯახმა და მითხრა, რომ თამარის მეგობარი იყო და გავეცანი, სამხარაულის ბიუროში იყო ჩემთან ერთად და მესაუბრებოდა კომპიუტერთან მიმართებაში რა გამოცდილებაც ჰქონდა. სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ"..

შეგახსენებთ, "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორმა, ელისო კილაძემ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცთან ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. და თამარს 2015 წლიდან იცნობს.ახალგაზრდის განცხადებით, არ იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, წყვილს არ ჰყავდა საერთო სამეგობრო და გოგონას მხოლოდ რამდენიმე მეგობარს იცნობდა, გოგონას დაკარგვის შესახებ გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ გაიგო, თუმცა თამარისთვის არც მიუწერია და არც დაურეკავს, არც ოჯახში მისულა და არც სამძებრო სამუშაოებში ჩართულა

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო, ვიღაც ციდან მოფრენილია - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
  • unipress