ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს

მარია კოლესნიკოვა

გამოქვეყნებულია  58 ნახვა განახლებულია 5 დღის წინ

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას გამოძიებამ ბელორუსისეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების გამო ოფიციალური ბრალი წარუდგინა.

„გამომძიებლებმა დღეს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ითვალისწინებს მოწოდებებს ისეთი მოქმედებებისკენ, რომელიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ, ჩადენილი მასმედიის ან ინტერნეტის გამოყენებით“ - ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოპოზიციონერი პატიმრობაში რჩება და გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, მარია კოლესნიკოვა 7 სექტემბერს დააკავეს

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს
  • unipress