ბელარუსის ხელსუფლებამ Telegram-არხის დამფუძნებლები ტერორისტთა სიაში შეიყვანა

Telegram

გამოქვეყნებულია  1 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

 ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური Telegram-არხის დამფუძნებლები 22 წლის სტეფან პუტილო და 25 წლის რომან პროტასევიჩი ტერორისტთა სიაში შეიყვანეს.

Telegram-Nexta Live-ს 1.7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. არხი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების კოორდინირებაში.

პუტილო და პროტასევიჩი ტერორისტთა სიაში მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების საფუძველზე მოხვდნენ. მათ მასობრივი არეულობის წახალისებასა და ხელისუფლებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში ედებათ ბრალი. ბელარუსის ტერორისტთა სიაში 700-მდე ადამიანია. მათი ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან, სიაში ბელარუსის მოქალაქეები მხოლოდ პუტილო და პროტასევიჩი არიან.

პუტილოც და პროტასევიჩიც ბელარუსსა და რუსეთში საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან შეყვანილი. ისინი ამჟამად პოლონეთში იმყოფებიან. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინირო ორშაბათს პოლონეთის ელჩი დაიბარა და აქტივისტების ექსტრადიცია მოსთხოვა.

ოქტომბერში სასამართლომ Telegram-ი ექტრემისტულად გამოაცხადა და მისი დაბლოკვის ბრძანება გასცა. პოსტსაბჭოთა სივრცეში Telegram-ი პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. მას აქტიურად იყენებენ როგორც პირადი მიმოწერისთვის, ასევე ინფორმაციის და ახალი ამბების გავრცელებისთვის

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბელარუსის ხელსუფლებამ Telegram-არხის დამფუძნებლები ტერორისტთა სიაში შეიყვანა
  • unipress