ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს

ბელარუსი

გამოქვეყნებულია  180 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ბელარუსი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს. მას ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის საკითხზე დაუსვამენ კითხვებს.

ალექსიევიჩი საგამოძიებო კომიტეტში დღეს უნდა გამოცხადდეს. ბელარუსული მედიის ინფორმაციით მწერალი საგამოძიებო კომიტეტში მისვლას აპირებს.

დაკითხვაზე ასევე დაბარებულია ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი პაველ ლატუშკო.

ალექსიევიჩი და ლატუშკო ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები არიან. მანამდე დაკითხვაზე პრეზიდიუმის სხვა წევრებიც დაიბარეს. ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება 14 აგვისტოს ბელარუსმა ოპოზიციონერმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ გააკეთა. 20 აგვისტოს კი ბელარუსის აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვითაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული მოწოდებების გავრცელებაში დაადანაშაულეს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი დაკითხვაზე დაიბარეს
  • unipress