ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი საყვარელი დეიდაშვილის მეშვეობით

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  54 ნახვა განახლებულია 4 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილის რუსეთში საეჭვო მოგზაურობებს ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, კითხვებს იწვევს მამაცაშვილის მოგზაურობები რუსეთში,
როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიალოგის ხაზი მოსკოვთან მისი დეიდაშვილის მეშვეობით აქვს.


"უჩა მამაცაშვილი ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილთან ყველაზე ახლოს მყოფი პირი არის, მისი კონსულტანტია, ამიტომ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა, მისი ვოიაჟები მოსკოვში ბუნებრივია იწვევს კითხვებს. ეს გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ივანიშვილის რუსეთთან ბმა
ყველასთვის ცნობილია და ასევე ცნობილია, რომ მას როგორც ჩანს აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი საყვარელი დეიდაშვილის მეშვეობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ასეთი ტიპის დაფარული კავშირები, ასეთი ტიპის დაფარული ხაზები არ უნდა არსებობდეს. საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ თემებზე" -  განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი საყვარელი დეიდაშვილის მეშვეობით
  • unipress