ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი - ორი ექთანი და ერთი ექიმი - სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი"
0 კომენტარი