ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

კორონავირუსი

გამოქვეყნებულია  299 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიას მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 296-ს შეადგენს:

„გუშინ დილის მონაცემებით, თქვენ იცით, რომ 266 პაციენტი იყო დადასტურებული, ამ 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გაჯანმრთელებულია. ამ 296-დან 86 პაცენტი ჩვენია, ჩვენთან გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში, დაწესებულებებში, საერთო ჯამში 228 პაციენტი მკურნალობს".

სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა მონაცემები და უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ს შეადგენს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი
  • unipress