ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციის მქონე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

მაკა სოლოღაშვილი

გამოქვეყნებულია  132 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა:

"გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციის მქონე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა
  • unipress