ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პირველი ბრიფინგი ჩაატარა. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მოსახლეობის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შედეგი გამოიღო:
"არის გამოწვევები, რომლებიც ქვეყანაში პერსონალური დაცვის აღჭურვილობასთან და ტესტირებების მასშტაბებთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა ბრიტანელი ხალხის მონდომებამ და გაღებულმა მსხვერპლმა ნამდვილად იმუშავა, საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ის პაციენტების რაოდენობამ იკლო, ასევე შემცირებულია პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის პალატებში, ბრიტანეთმა მიაღწია ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს – „კოვიდ-19“-თან გამკლავება ჯანდაცვის სიტემის გადატვირთვის გარეშე მოახერხა"
0 კომენტარი