ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 16 მაისს გაიმართება

ბუნდესლიგა

გამოქვეყნებულია  574 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 16 მაისს გაიმართება. ამ დღეს შედგება რურის დერბი, დორტმუნდის „ბორუსიასა“ და გელზენკირხენის „შალკეს” შორის.

„ყველა არგუმენტის განხილვის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბუნდესლიგა და მეორე ბუნდესლიგა 2020 წლის 16 მაისს განაახლოს“, – წერია განცხადებაში, რომელიც 36 გერმანულ კლუბს გაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მოიწონა საფეხბურთო სეზონის განახლების გეგმა და ნება დართო გერმანიის საფეხბურთო ლიგას, თავად აერჩია ბუნდესლიგის დაბრუნების თარიღი. 

ამასთან ერთად ცნობილი გახდა 16 -17-18 მაისს გასამართი მატჩების განრიგიც:

16 მაისი: დორტმუნდი v შალკე (17:30), ლაიპციგი v ფრაიბურგი (17:30) , ჰოფენჰაიმი v ჰერტა (17:30), დიუსელდორფი v პადერბორნი (17:30), აუგსბურგი v ვოლფსბურგი (17:30), აინტრახტი v მიუნხენგლადბახი (20:30)

17 მაისი: კიოლნი v მაინცი (17:30), უნიონ ბერლინი v ბაიერნი (20:00)

18 მაისი: ვერდერი v ლევერკუზენი (22:30)

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 16 მაისს გაიმართება
  • unipress