გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან" ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა

ლევან თარხნიშვილი

გამოქვეყნებულია  101 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ცესკოს მიერ დამოუკიდებელი წევრების არჩევა არაკანონიერად მოხდა, რადგან 73 ადამიანიდან 42 „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ, რათა გაგვეფრთხილებინა კომისია და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. საუბარია იმაზე, რომ პარტიებზე ერთად გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“ ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა.

დღეს იგივე პროცესი დაიწყო საოლქო კომისიებში და ჩვენ საბურთალოს საოლქო კომისიის წინ გავაკეთეთ განცხადება და გავაფრთხილეთ, რომ გვაქვს სია იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მოვუწოდეთ საოლქო კომისიას, რომ არ აერჩიათ კონკრეტული წევრები მიუხედავად ზეწოლისა. პირველი შედეგი არის ის, რომ 11:00 საათზე ჩანიშნული კომისიის სხდომა გადადეს 12:00 საათზე, ალბათ, იმიტომ, რომ კონსულტაციებს გადიან“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხს, სადაც საოლქო კომისიის სხდომა გაიმართება ყველგან გააპროტესტებენ.

„იგივეს გაკეთებას ვაპირებთ სხვა ოლქებთანაც, სადაც საოლქო კომისიის სხდომები იმართება. იგივეს გავაკეთებთ და ზოგადადაც ვაფრთხილებთ ყველას, რომ იქნება ეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, პოლიციელი, სუსი-ის თანამშრომელი თუ უბრალოდ აქტივისტი, ნუ ჩაიდენენ უკანონობას, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს წინ აღუდგება, აუცილებლად დამარცხდება პოლიტიკურად“, - განაცხადა თარხნიშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გავაპროტესტეთ ცესკოს მიერ ე.წ.დამოუკიდებელი წევრების არჩევა, რომელთაგან როგორც აღმოჩნდა 73 ადამიანიდან, 42 დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან" ან სამხედრო სტრუქტურებთან, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა
  • unipress