გარდაბნის მერის განცხადებით, 24 საათში სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა, 2 კი სოფელ ბირლიკში

გარდაბანი

გამოქვეყნებულია  246 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

გარდაბნის მუნიციალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების კიდევ 3 დადასტურებული შემთხევაა, 2 კი სოფელ ბირლიკში. ადგილზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და „პისიარ“ ტესტირება. გუშინ ლუგარში 203 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა.

დღეისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 41 დადასტურებული შემთხვევაა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა, აღნიშნულ დასახლებაში ყველა შესასვლელსა და გასასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გარდაბნის მერის განცხადებით, 24 საათში სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა, 2 კი სოფელ ბირლიკში
  • unipress