გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას, ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ

კახა ოქრიაშვილი

გამოქვეყნებულია  151 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

არ ვუხდებოდი მაგ გუნდს, იმიტომ, რომ მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება, ხშირად არ ვეთანხმებოდი და ფსევდოგუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი - ამის შესახებ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა ,"ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"დიახ, მე მაგ გუნდს არ ვუხდებოდი მე მაგ გუნდის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მოკავშირე დიახაც ვიყავი, როგორც თავისუფალი მოქალაქე და ადამიანი. არ ვუხდებოდი მაგ გუნდს, იმიტომ, რომ მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება, ხშირად არ ვეთანხმებოდი და ფსევდოგუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი. რაც სწორი იყო, იმას ვუჭერდი მხარს...

... მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა. შეიძლება, ყველა არ არის იქ მონა, იმიტომ რომ... არა მარტო მე განმდევნა ქართულმა ოცნებამ, განდევნა ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდა, საუკეთესო პარლამენტარები განდევნეს იმ გუნდიდან, უფრო ადრე დავით უსუფაშვილი განდევნეს, მათი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები, კარგი პოლიტიკოსები განდევნეს.

რატომ? მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ ცოტა ხანში", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას, ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ
  • unipress