გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა, "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის უცვლელი

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა, "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის უცვლელი - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

“რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, "ნაციონალური მოძრაობისაგან" და მისი თავმჯდომარისგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში.

"ევროპული საქართველოს" პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში.

ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა, "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის უცვლელი
  • unipress