გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა

ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნებულია  184 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

ახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა - "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გაუარესებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი ამოწურა, რადგან მათი გათვლა არ იყო გრძელვადიანი და მხოლოდ მოკლევადიან, არჩევნებამდე პერიოდზე იყო გათვლილი.

„გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა. ეს რესურსი ამოიწურა არა იმიტომ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, არამედ იმიტომ, რომ გახარიას მთავრობას არც ჰქონია გრძელვადიანი გათვლა. მათი "სტრატეგია" იყო: არჩევნებამდე მივიდეთ და მერე რაც იქნება, იქნება. ამ მიდგომის შედეგია, რომ ჯანდაცვის სისტემა ისევ იქაა, სადაც 7 თვის წინ ვიყავით. რა თქმა უნდა, ცალკეული საავადმყოფოები მოემზადნენ, რა თქმა უნდა, ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ წნეხს გაუძლონ, მაგრამ არ ჩანს ზოგადი სქემა:

- როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებულთა მზარდი ნაკადის მართვას და გადანაწილებას

- რა როლი აქვს პირველად ჯანდაცვას (სეზონური გრიპის ფონზე!)

- აღჭურვილია თუ არა სამედიცინო პერსონალი დაცვის საშუალებებით

- უზრუნველყოფილია თუ არა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (სოფლის ამბულატორიიდან დაწყებული მრავალპროფილური საავადმყოფოთი დასრულებული) ინფექციის კონტროლი

- გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს სამედიცინო სექტორი ფინანსურად

ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ინფიცირებულთა რიცხვი, სიკვდილიანობის პროცენტი - მათემატიკურ სავარჯიშოებად დაგვრჩება, თუ მას თან არ სდევს კრიზისი მართვის გამართული სტრატეგია. ასეთი სტრატეგია გახარიას მთავრობას არ აქვს.“ -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა
  • unipress