გელათის მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან - დეკანოზი ილია

გელათი

გამოქვეყნებულია  44 ნახვა განახლებულია 9 დღის წინ

გელათის მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან - წერს სოციალურ ქსელში, დეკანოზ ილია ჭიღლაძე:        

"ზაფხულში გელათის მთავარი ტაძრის სახურავის გადახურვის სამუშაოები და ქვის პერანგის კონსერვაცია დასრულდა და ხარაჩოები მოხსნეს, ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან, გარდა გუმბათის კონუსისა და მიმდინარეობს კვლავ დროებითი გადახურვის მოწყობა წყლის ასარიდებლად, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თვეებია ამაზე ინფორმაცია ვრცელდება: დაზიანდა, დასველდა, გამომარილდა ფრესკები და ქვის პერანგი, წყალში ჩაიყარა რამდენიმე მილიონი ლარი და წლობით მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები და გუშინწინ საპატრიარქოს პრესპიკერმა დეკ. ჯაღმაიძემ არაფერი ვიციო, ხოლო გენათელმა მიტროპოლტმა იოანემ ყველაფერი კარგადაა და წყალი არ ჩადისო. მართლაც ტრაგიკომედიად იქცა საქართველო, ინფანტილიზმის, უვიცობის, უგულობის და იდიოტიზმის დოღია ყველა სფეროში"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • გელათის მთელი გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან - დეკანოზი ილია
  • unipress