გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე

დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია  77 ნახვა განახლებულია 19 დღის წინ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიამ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის გაყვანაზე უარი უნდა განაცხადოს. თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოფიციალური ბერლინი ამ ნაბიჯს ნაკლებად გადადგამს.

"დღესდღეობით გერმანია ძალიან სუსტ ენერგეტიკულ მდგომარეობაშია. ის ხურავს ატომურ და ქვანახშირის ელექტროსადგურებს. გაუგებარია, რატომ აქვს გერმანიას საქმე რუსეთთან და ეს კონტრაქტები მილიარდებს აღწევს. ეს კი ხდება მაშინ, რომდესაც აშშ გერმანიას რუსეთისგან იცავს", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ბერლინმა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები დააწესოს. შეგახსენებთ, "ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 1 200 კილომეტრის სიგრძის მილსადენი იქნება, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. პროექტის მშენებლობის დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე
  • unipress