გერმანიის მთავრობამ საფეხბურთო კლუბებს ტრიბუნებზე მაყურებლების დაშვების უფლება მისცა

გერმანია

გამოქვეყნებულია  50 ნახვა განახლებულია 6 დღის წინ

გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ საფეხბურთო კლუბებს ტრიბუნებზე მაყურებლების დაშვების უფლება მისცა. ფანების რაოდენობა სტადიონის ტევადობის 20 პროცენტი იქნება.

ამასთან, შემუშავდა მატჩებზე დასწრების ერთიანი წესები. კერძოდ, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს არ შეეძლებათ მატჩებზე დასწრება. კორონავირუსის ახალი აფეთქების შემთხვევაში, ტრიბუნები ისევ დაიკეტება.

ნოემბერში სიტუაციას შეაფასებენ და შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება მაყურებლების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის ახალი სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • გერმანიის მთავრობამ საფეხბურთო კლუბებს ტრიბუნებზე მაყურებლების დაშვების უფლება მისცა
  • unipress