გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას მიესალმება

გერმანია

გამოქვეყნებულია  330 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

საქართველოს მიერ გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ოთხი წევრი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა მისასალმებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორმა მიხაელ ზიბერტმა განაცხადა.

„საქართველომ გერმანიისთვის და ევროკავშირის კიდევ ოთხი ქვეყნისთვის, საფრანგეთისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი სამგზავრო რეგულაციების ნორმალიზაციისკენ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან“, – წერს მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას მიესალმება
  • unipress