გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება

ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია  180 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა განსაკუთრებულად მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაბამისად იქნება მომზადებული თითოეული საარჩევნო უბანი, იქნება შესაბამისი პრევენციული ზომები მიღებული. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში, არჩევნების დაკვირვებაში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, დღეს მმართველმა პარტიამ ამის თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომა მიიღო.

„ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ გათავისუფლდება სამი პირი. ეს თუ ასე მოხდა, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩენ მივიღეთ დღეს პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. საზოგადოებას ისინი ემუქრებიან, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და ამასთან დაკავშირებით არის, ბუნებრივია, მიმართული ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ. თუ იქნება პროცესი წარმართული ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ მათ შეასრულონ ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექნება
  • unipress