გიგა ბოკერია ფოთის მოსახლეობას შეხვდა

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  135 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქრთველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში,
გიგა ბოკერია, ფოთის მოსახლეობას შეხვდა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის
მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ფოთში მცხოვრები ადამიანების პრობლემები
მოისმინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობა.
გიგა ბოკერიამ უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს. როგორი იქნება ფოთი, რა პრობლემები
აქვს მას დღეს და როგორ შეიძლება, რომ ქალაქს დაუბრუნდეს სოცოცხლე, ეს არის იმ
თემების ჩამონათვალი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელა გიგა ბოკერიამ მოსახლეობასთნ.
გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც. ბოკერიას თქმით,
ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად,
ფოთს და მის პრობლემებს საკმარისი ყურადღება არ მიექცა. საერთაშორისო მნიშვნელობის
პორტის მიუხედავად, ფოთს დღესაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული
პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც საკმარისი ყურადღების შემთხვევაში,
შესაძლებელია.
ბოკერიას თქმით, ბიუროკრატიული ხარჯების ორი მილიარდით შემცირებაა შესაძლებელი რაც
სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს გაჭირვებულებს და გააორმაგოს პენსია.
როგორ შეიძლება ფოთი კვლავ გახდეს მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და
ინვესტორებისთვის საინტერესო ქალაქი და რას მოუტანს ეს ფოთის მაცხოვრებლებს.
სწორედ ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიგა ბოკერია ფოთის მოსახლეობას შეხვდა
  • unipress