გიგი უგულავა ზუგდიდში მედიათეკების მოწყობის ინიციატივით გამოდის

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  71 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში მედიათეკების პროექტის პრეზენტაცია გამართა.

მისი განცხადებით, მედიათეკების პროექტის განხორციელება შესაძლებელია: ქ. ზუგდიდში გულუას პარკის ტერიტორიაზე, კომბინატის უბანში, ასევე ე.წ ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე და ყველა სოფელში.

ცნობისთვის, თბილისის მედიათეკების ისტორია 2013 წლის 29 მარტს იწყება, როდესაც ვაკის პარკში, პირველი ფილიალი გაიხსნა. მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე და კლასიკურ, ქართულ და უცხოენოვან, მხატვრული და დარგობრივი ლიტერატურის ვრცელ ბიბლიოთეკას, წყნარ სამუშაო სივრცეს, კომპიუტერულ მომსახურებას, სახელოვნებო თუ სამეცნიერო ღონისძიებათა ფართო არჩევანს და სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის.

მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის მქონე ადამიანთა კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებას და მიაწოდოს კონკრეტული სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მედიათეკის შენობები მოიცავს იზოლირებულ სამკითხველო დარბაზებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მთავარ სამუშაო სივრცეს და ეკრანითა და პროექტორით აღჭურვილ მულტიმედიურ ოთახს, სადაც იმართება ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო შეხვედრები. მედიათეკის ამოცანა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომხმარებელთა და პარტნიორთა პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

„ჩვენი წინადადება ზუგდიდელებისათვის არის, რომ ავაშენოთ ზუგდიდში, ჯერ თავიდან ქალაქში და შემდეგ უკვე სოფლებში მედიათეკები. მედიათეკა ჩვენ პირველად თბილისში ავაშენეთ 2011-12 წლებში, სამწუხაროდ, ეს პროექტი შემდეგ ქართული ოცნების ადმინისტრაციამ გააჩერა. მედიათეკის იდეა არის შემდეგი, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებთან ახლოს მოეწყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არის მულტიფუნქციური და არის სამკითხველო, ისევე როგორც ინტერაქციული საშუალებები, საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობები.

ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიოთეკების მომხმარებლები საქართველოში არიან ან ახალგაზრდები, ან ხანშიშესულები, რომლებიც ყველაზე მეტად თავს იყრიან ჩვენს სკვერებსა და ბაღებში და მათ განსაკუთრებით უნდა ჰქონდეთ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა. უკვე 7-8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 3 მედიათეკა გავაკეთეთ ჩვენ თბილისში და ეს ის პროექტია, რომელსაც პრაქტიკულად წუნი არ აქვს და რომელიც ძალიან კარგად მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა.

დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისთვის ეს იქნება უნიკალური სივრცე, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებული ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ზუგდიდელებს ვთავაზობთ სამ მედიათეკას, პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს ფაიფურისა და კომბინატს დასახლებაში, ასევე ადმინისტრაციის შენობა ბოტანიკურ ბაღში, შეიძლება მოეწყოს აქაც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ზუგდიდელები დაუჭერენ მხარს.“ -განაცხადა უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიგი უგულავა ზუგდიდში მედიათეკების მოწყობის ინიციატივით გამოდის
  • unipress