გიგი წერეთელმა ტყიბულში, სოფელ მუხურაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  87 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

"ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელმა ტყიბულში, სოფელ მუხურაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო პოლიტიკური გუნდის პროგრამაზე და იმ სირთულეებზე რომლებიც ამ სოფლის მაცხოვრებლების წინაშე დგას.

გიგი წერეთლის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას გზა წარმოადგენს, ვინაიდან ყოველწლიურად, მკაცრი ზამთრის პირობებში გადაადგილება პრაქტიკულად სრულად იზღუდება ტყიბულთან დამაკავშირებელ გზაზე, რაც გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას.ამიტომ, სოფლის უმთავრესი მოთხოვნა თერჯოლა-მუჯირეთის გზის რეაბილიტაციაა, რაც თითქმის 400 ოჯახს მოუხსნის გადაადგილების პრობლემას.

შეხვედრაში მონაწილეობდა "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე, რომელმაც ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზეც დააყენა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან რაიმე რეაგირება არ მომხდარა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობა და ახალგაზრდა აქტივისტები ტყიბულში საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ სოფელ მუხურაში არის სკოლის პრობლემაც. მოსახლეობაის განმარტებით, ახალი სკოლის მშენებლობაზე მილიონები დაიხარჯა, თუმცა შესაძლო კორუფციისა და უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სკოლა არ ფუნქციონირებს.

„ ამ ულამაზეს სოფელს თანადგომა სჭირდება და მათი სათხოვარი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.ადამიანებს საკუთარი შრომით სურთ არჩინონ ოჯახები და ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ. საბიუჯეტო თანხები არასწორად იხარჯება, იფლანგება, არაკომპეტენტური ბიუროკრატია კი არაფერს იკლებს და ხალხის გასაჭირი არ ესმის. ამიტომაც, არჩევნების შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები გარდაუვალია" განაცხადა გიგი წერეთელმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიგი წერეთელმა ტყიბულში, სოფელ მუხურაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
  • unipress