გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს

გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია  49 ნახვა განახლებულია 1 თვის წინ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გვქონდა მთავრობის სხდომა, სადაც მთავრობის წევრების გარდა, მოწვეული გვყავდა ეპიდემიოლოგები, ქალაქის მერი, რათა მიგვეღო გარკვეული გადაწყვეტილებები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები. მაგალითად, გუშინ იყო 381 ათასი. დღეს საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლი – 919 ინფიცირებული პირი, რაც რა თქმა უნდა, სერიოზული რიცხვია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების“, – განაცხადა გახარიამ.

მისი განცხადებით, ვირუსის მართვის პროცესში, მთავრობის ძირითადი სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული გაცხადებული გეგმა ვირუსის მართვის და ადაპტაციის. ამას აქვს თავისი ახსნა. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი აღდგენა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით არის წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს
  • unipress