გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნებულია  44 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მცხეთის რაონულ სასამართლოში სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. სამივე ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.

ასევე ძალადობისა და ძალდობის ორგანიზების მუხლებით განესაზღვრა სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა ნ.ქ.-ს.​

რაც შეეხება ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, მათ ძალადობისა და ძალდობის ორგანიზების გარდა, დამატებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაც ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ, მაია ოშხარელმა განაცხადა, საქმეზე შეკრებილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადგენილია ბრალდებული პირების მუდმივი კავშირი.

„რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბრალდებულები არ იცნობენ საქმის მასალებს. აქ არ არის იმაზე, სასამართლომ მოწმის ჩვენება როგორ შეაფასა, გაიზიარა ჩვენება, თუ არა. ამ საქმეზე შეკრებილია უტყუარი მტკიცებულებები. აქ არის წარმოდგენილი სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები, რა დროს უკავშირდებიან ერთმანეთს. სატელეფონო კავშირებში, ჭკვიან კამერებში არასწორი არ ფიქსირდება. დადგენილია ამ პირების მუდმივი კავშირი, მათი ვინც რჩება მცხეთაში.

ის რომ, დაცვის მხარე აპელირებდა რაღაცებზე სამართლებრივად, თქვენ მუხლის შემადგენლობა და მისი კონსტრუქცია დაგავიწყდათ. მათ ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. გარკვეული მონაწილეობაა მიიღეს მათ ამ ორგანიზებაში. რამდენიმე პირს კი მონაწილეობაში ედება მხოლოდ ბრალი.

შედეგი არის ის, რომ ძალადობა და თავდასხმა მოხდა და ვიდეოკამერებში ძალიან კარგად ჩანს“, – განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • unipress