დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

მესტია

გამოქვეყნებულია  249 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ეფექტიანი და დროული ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ჩატარდა მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება ოთხი საყურადღებო წერტილი – მესტია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა 1246 მოქალაქეს, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება
  • unipress